კულტურა
15.05.2020 12:59
„ყოფილების სარეცელი“ და ონლაინ „კარადოთერაპია“ - გორის თეატრის შაბათ-კვირის აფიშა
გორის თეატრის ონლაინსივრცეში მაყურებელს ვირტუალური სპექტაკლების ნახვა მიმდინარე შაბათ-კვირასაც შეეძლება. იმ შემთხვევაში, თუ ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციების გათვალისწინებით სახლში დარჩენას გადაწყვეტთ, შაბათს, 16 მაისს, სოსო ნემსაძის რეჟისორული ნამუშევარი „ყოფილების სარეცელი“ შეგიძლიათ იხილოთ. კვირას, 17 მაისს კი, შეგიძლიათ სიამოვნება თუნჯენ ჯუჯენოღლუს პიესის „მღებავის“ მიხედვით დადგმული სპექტაკლის ნახვით მიიღოთ. ნანუკა სეფაშვილის მიერ ადაპტირებული ნაწარმოების ვერსია, რომელიც გიორგი ერისთავის სახელობის დრამატული თეატრის სცენაზე რეჟისორმა ვახტანგ ჯუღელმა დადგა, სოციალურ ქსელ ფეისბუქში 19:00 საათზე დაიდება.
გ. ერისთავის სახელობის თეატრში ამბობენ, რომ მცდელობას არ აკლებენ, რათა ერთგულ მაყურებელს თეატრში სიარულის დანაკლისი ვირტუალურ სივრცეში გამართული წარმოდგენების ჩვენებით შეუვსონ.
შეგახსენებთ, ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების გამო შექმნილი მდგომარეობის გათვალისწინებით, გიორგი ერისთავის სახელობის დრამატულმა თეატრმა სპექტაკლების ვიდეოჩანაწერების ჩვენება სოციალური ქსელ „ფეისბუქსა“ და „იუთუბიზე“ 28 მარტს დაიწყო.
კვირის ამბები