საზოგადოება
15.05.2020 09:47
სავალდებულო რეკომენდაციები, რომელთა დაცვის გარეშე სილამაზის სალონები მუშაობას ვერ შეძლებენ

სილამაზის სალონების და ესთეტიკის ცენტრების ამოქმედებისთვის აუცილებელი რეკომენდაციები უკვე ცნობილია.

ჯანდაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის მიერ შემუშავებული სავალდებულო რეკომენდაციების მიხედვით, ადამიანთა თავშეყრის თავიდან აცილების მიზნით, სალონებს გარკვეული წესების დაცვით მოუწევთ მუშაობის განახლება.

  • სალონის შესასვლელში განთავსებული უნდა იყოს დეზობარიერი;
  • სილამაზის სალონში ან ეთეტიკის ცენტრში ვიზიტი უნდა განხორციელდეს წინასწარ ჩაწერის საფუძველზე;
  • თუ დაწესებულებაში 20-ზე მეტი ადამიანი მუშაობს, უნდა განახორციელოს ტემპერატურული სკრინინგი;
  • რეგისტრატურაში უნდა დამონტაჟდეს გამჭირვალე დამცავი ბარიერი;
  • იმ შემთხვევაში, თუ სალონში ვერ ხერხდება მომხმარებელთა შორის 2 მეტრიანი დისტანციის დაცვა, დამცავი გამჭვირვალე ბარიერი უნდა დამონტაჟდეს მომხმარებელთა გასამიჯნადაც.

სილამაზის სალონები და ესთეტიკური მედიცინის ცენტრები 18 მაისიდან გაიხსნება.

კვირის ამბები