საზოგადოება
14.05.2020 16:48
ამჟამად, ,,გორმედის“ ინფექციურ განყოფილებაში არცერთი პაციენტი არ წევს - ლია კალანდაძე

ვირუსის აქტივაციის, პიკის პერიოდმა ფაქტობრივად გაიარა, მაგრამ ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია ფიზიკური დისტანციის დაცვა, - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას ,,გორმედის“ ინფექციური განყოფილების ხელმძღვანელმა ლია კალანდაძემ.

,,დღეის მდგომარეობით, მომართვიანობა საკმაოდ შემცირებულია, ვირუსის აქტივაციის, პიკის პერიოდმა ფაქტობრივად გაიარა, კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ ძალზე შემცირებულია პაციენტების ნაკადი, უფრო მეტიც - ამჟამად, ,,გორმედის“ ინფექციურ განყოფილებაში არცერთი პაციენტი არ წევს, ბოლო პაციენტი ახლახანს გავწერეთ, თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ვირუსი არ არის და საბოლოო გამარჯვება გვაქვს ამ ვირუსზე. შეზღუდვების მოქმედება კვლავ საჭიროა. ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია ფიზიკური დისტანციის დაცვა. ბუნებრივია, ეს არ ნიშნავს, რომ ახლობელი ადამიანები არ ნახოთ, მაგრამ უნდა დაიცვათ ფიზიკური დისტანცია. კიდევ ერთხელ ვიტყვი ხაზგასმით - დაიცავით დისტანცია“, - განაცხადა GMnews-თან საუბრისას ,,გორმედის“ ინფექციური განყოფილების ხელმძღვანელმა ლია კალანდაძემ.

კვირის ამბები