14.05.2020 11:59
ერთ-ერთი პირველი მუზეუმი რომელიც ივნისიდან ვიზიტორების მიღებას დაიწყებს, უფლისციხის მუზეუმ-ნაკრძალი იქნება
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო მუზეუმ-ნაკრძალებში არსებულ მდგომარეობას სწავლობს და ინფექციის კონტროლის კუთხით მზაობის და რეკომენდაცების სრულყოფილად დაცვის საფუძველზე, ივნისიდან, მუზეუმ-ნაკრძალების გახსნას გეგმავს. შესაბამისი მზადება უკვე დაწყებულია და გადაწყვეტილების მიღება საკოორდინაციო საბჭოსთან შეთანხმებით მოხდება. GMnews-ის ინფორმაციით, ერთ-ერთი პირველი მუზეუმი რომელიც ვიზიტორების მიღებას დაიწყებს, სავარაუდოდ, უფლისციხის მუზეუმ-ნაკრძალი იქნება.
შეგახსენებთ, ვირუსული ინფექციის გავრცელების წინააღმდეგ მიმდინარე პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ უწყების სტრუქტურულ დაქვემდებარებაში არსებულ ყველა მუზეუმსა და მუზეუმ-ნაკრძალში ვიზიტორების მიღება 24 მარტიდან შეწყვიტა.