საზოგადოება
14.05.2020 11:41
საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილი მე-12 პაციენტი 81 წლის ქალია, მძიმე თანმხლები დაავადებებით

კორონავირუსით გარდაცვლილ მე-12 პაციენტს მძიმე ქრონიკული დაავადებები ჰქონდა, - ამის შესახებ განმარტებას პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკური დირექტორი ლალი ტურძელაძე აკეთებს. როგორც ტურძელაძემ აღნიშნა, პაციენტი გულ-სისხლძარღვთა მწვავე უკმარისობით გარდაიცვალა.

„81 წლის ქალბატონი ჩვენთან 12 აპრილს შემოვიდა, ის მანამდე ქართულ-გერმანულ კლინიკაში გადიოდა მკურნალობის კურსს. აღსანიშნავია, რომ როცა ჩვენს კლინიკაში გადმოიყვანეს, ის უკვე აპარატულ სუნთქვაზე იმყოფებოდა და კორონადადასტურებული გახლდათ. ჩვენთან მკურნალობდა რეანიმაციულ განყოფილებაში, იყო უმძიმესი პაციენტი. 29 აპრილს ორჯერადი ტესტირებით კორონა უკვე აღარ ჰქონდა, მაგრამ პაციენტი იყო ძალიან მძიმე თავისი ქრონიკული დაავადებებით, ესენია: არტერიული ჰიპერტენზია, მიოკარდიუმის გადატანილი ინფარქტი, გულის ყველა სარქველის უკმარისობა, გულის უკმარისობა, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, ფილტვების ორმხირივი დაზიანებით, სეფსისი, სეპტიცემია, პოლიორგანული უკმარისობა და გარდაიცვალა გულ-სისხლძარღვთა მწვავე უკმარისობით, გულის გაჩერებით, იყო უმძიმესი ქალბატონი, ვეღარ შევძელით მისი განკურნება“, - განაცხადა ტურძელაძემ.

კვირის ამბები