საზოგადოება
14.05.2020 11:22
ორშაბათიდან სილამაზის სალონები და ესთეტიკური მედიცინის ცენტრები გაიხსნება

18 მაისიდან სილამაზის სალონები და ესთეტიკური მედიცინის ცენტრები გაიხსნება, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა გარკვეული ეტაპების დაჩქარების საშუალებას იძლევა.

„ეკონომიკის გახსნასთან დაკავშირებით, ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე, ჩვენ შეგვძლია რამდენიმე ეტაპი დავაჩქაროთ და ამ შესაძლებლობის ფარგლებში, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ 18 მაისიდან გაიხსნას სილამაზის სალონები და ესთეტიური ცენტრები“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

კვირის ამბები