საზოგადოება
14.05.2020 10:22
კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 5 ერთეულით გაიზარდა, გამოჯანმრთელებულთა რიცხვი კი 11-ით

Covid 19-ით ინფიცირების 5 ახალი შემთხვევა დადასტურდა და საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 652 გახდა. 

მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე - stopcov.ge-ზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, 11 ერთეულით გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა. მთლიანობაში, ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ინფიცირებულთა საერთო რაოდენობიდან გამოჯანმრთელებულია 383 ადამიანი. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4246 პირი, სტაციონარული მეთვალყურეობის ქვეშ არის 394 პაციენტი, 11 გარდაიცვალა.

ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ახალი კორონავირუსის 23 დადასტურებული შემთხვევაა, კარანტინში კი 300-ზე მეტი ადამიანი იმყოფება.  50-მდე პაციენტის ნიმუშების პასუხები კი დღეს გახდება ცნობილი.

რაც შეეხება ოკუპირებულ აფხაზეთს, ინფიცირებულთა რაოდენობამ 12-ს მიაღწია. გარდაცვლილია 1 ადამიანი.

კვირის ამბები