საზოგადოება
13.05.2020 15:48
ვარიანი - არაშენდის გზის რეაბილიტაცია დასრულდა
ვარიანი - არაშენდის გზის ერთკილომეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაცია დასრულდა. ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში შესრულებული სამუშაოები, გორის მუნიციპალიტეტის მერმა მოინახულა. კონსტანტინე თავზარაშვილი მოსახლეობასაც შეხვდა და ადგილობრივი მაცხოვრებლების საჭიროებებს პირადად გაეცნო.
როგორც გორის მუნიციპალიტეტის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში აცხადებენ, გზის ერთკილომეტრიან მონაკვეთზე, რომელიც იაკობ გოგებაშვილის მუზეუმიდან იწყება და სოფელ არაშენდის მიმართულებით გრძელდება, არასდროს ყოფილა ასფალტის საფარი. დასრულებული ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში კი, მოასფალტდა არამარტო საავტომობილო გზა, ასევე, ეზოებში შესასვლელები და გზის მიერთებები.
ვარიანი - არაშენდის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაციას 670 440 ლარი მოხმარდა.
კვირის ამბები