საზოგადოება
11.05.2020 13:24
პირველკლასელთა რეგისტრაციის მეორე ეტაპი დაიწყო
2020-2021 სასწავლო წლისთვის პირველკლასელთა რეგისტრაციის მეორე ეტაპი დღეს დაიწყო და 1 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება. საჭირო დოკუმენტაციის წარდგენა კი, 11 მაისიდან 5 ივლისის ჩათვლით იქნება სავალდებულო.
GMnews-ის ინფორმაციით, ამ ეტაპზე, სასკოლო ასაკის ის მოზარდები დარეგისტრირდებიან, რომელთა და-ძმა სწავლობს სასურველ სკოლაში; მშობელი არის კონკრეტული სკოლის თანამშრომელი; ოჯახიდან ერთდროულად ორი ან მეტი ბავშვი შედის პირველ კლასში. ონლაინ რეგისტრაცია განხორციელდება საჯარო სკოლებში მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის განცხადების საფუძველზე. დადგენილ ვადებში დოკუმენტაციის წარუდგენლობის შემთხვევაში კი, რეგისტრაცია ავტომატურად გაუქმდება.
შეგახსენებთ, რომ 2020-2021 სასწავლო წლისთვის პირველკლასელთა რეგისტრაციის 1-ლი ეტაპი, რომელიც სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირებს ეხებოდა, 2 მარტიდან 16 მარტის ჩათვლით განხორციელდა.
კვირის ამბები