საზოგადოება
10.10.2019 15:33
თუ სასურველ შედეგს ვერ მივაღწევთ, მოსახლეობაში ხელმოწერების შეგროვებას დავიწყებთ - ბესიკ კაიშაური

ეს არის გამაფრთხილებელი მსვლელობა, ამის შემდეგ ჩვენ ვიწყებთ სამართლებრივ პროცედურებს - ვგეგმავთ შეხვედრას გორის მაჟორიტარ დეპუტატთან, რათა საპარლამენტო დონეზე დადგეს თავისუფლების ქარტიის პირველი მუხლის გაუქმების ინიცირების საკითხი. იმ შემთხვევაში, თუ სასურველ შედეგს ვერ მივაღწევთ, მოსახლეობაში ხელმოწერების შეგროვებას დავიწყებთ და პარლამენტს საკანონმდებლო ინიციატივით, 30 000 ხელმოწერის თანხლებით მივმართავთ. თავისუფლების ქარტიის პირველი თავი სულ მალე, გორის ცენტრალური ქუჩის - სტალინის გამზირის სახელწოდების შეცვლასაც მოგვთხოვს, ეს კი, სხვა არაფერია, თუ არა ჩვენს სულში ხელების ფათური, - ამბობს იურისტი ბესიკ კაიშაური.

ცნობისთვის, თავისუფლების ქარტიის პირველი მუხლი საბჭოთა და ფაშისტური სიმბოლიკების, საკულტო ნაგებობების, ძეგლების, მონუმენტების, ბარელიეფების, წარწერების, ქუჩების, მოედნების, სოფლებისა და დაბების სახელწოდებების აღმოფხვრას, ასევე საბჭოთა და ფაშისტური იდეოლოგიების მატარებელი და პროპაგანდის სხვა საშუალებების აკრძალვას ითვალისწინებს.

შეგახსენებთ, რომ დღეს, „ერთიანი კომუნისტური პარტიისა“ და „მეგობრობა და სამართლიანობის“ ორგანიზაციიის წევრები და მხარდამჭერები სტალინის ძეგლის დადგმის მოთხოვნით გორში აქციას მართავენ.

 

კვირის ამბები