გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს დირექტორის ინფორმაციით, საბავშვო ბაღებში აღსაზრდელთა რეგისტრაციის ვადები ამ დროისთვის დაუზუსტებელია, თუმცა, ცნობილია, რომ ტექნიკური მხარე გასული წლის მსგავსად განხორციელდება.
„ქალაქის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში ბავშვების რეგისტრაცია, გასული წლის მსგავსად, ონლაინ რეჟიმში (www.gorikids.ge-ზე) განხორციელდება, სოფლად კი, მშობლებს განცხადებების დაწერა საბავშვო ბაღებში მოუწევთ. რაც შეეხება რეგისტრაციის ვადებს, კორონავირუსის გავრცელების გამო ქვეყანაში გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის ფონზე, მოგეხსენებათ, ჩვენც ამ რეჟიმზე ვართ გადასული, აქედან გამომდინარე, ამ დროისთვის დაზუსტებით იმის თქმა, თუ როდიდან დაიწყება აღსაზრდელთა რეგისტრაცია, არ შემიძლია. თუმცა, ვვარაუდობ, რომ რეგისტრაციის ვადებიც გასული წლის მასგავსად შეირჩევა. ამის შესახებ, ინფორმაციას მაისის ბოლოს, ან ივნისის დასაწყისში გავავრცელებთ“, - განაცხადა GMnews-თან საუბრისას ლია კოვზიაშვილმა.
ცნობისთვის, გასულ წელს, გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის სააგენტომ აღსაზრდელთა რეგისტრაცია 20 ივლისს დაიწყო.