საზოგადოება
11.05.2020 08:33
ტანსაცმლის და ფეხსაცმლის მაღაზიების და ე.წ. მოლების გარდა, სხვა სახის ეკონომიკური საქმიანობები დღეიდან დაშვებულია

საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში მოქმედი შეზღუდვების შერბილების მორიგი ეტაპი დღეიდან ამოქმედდა. მთავრობის გადაწყვეტილებით, შესაბამისი რეკომენდაციების დაცვით, მთელი რიგი საწარმოები და სხვა ეკონომიკური საქმიანობები ფუნქციონირების განახლებას დღეიდან შეძლებენ.

რაც შეეხება ტანსაცმლითა და ფეხსაცმლით მოვაჭრე ობიექტებს, ასევე სავაჭრო ცენტრებს - ე. წ. მოლებს და ყველა სხვა ტიპის ბაზრობებს (გარდა ღია ტიპის აგრარული ბაზრებისა), მათი ფუნქციონირება კვლავ აკრძალული რჩება.

ასევე, აკრძალულია სილამაზის სალონების და კაფე-რესტორნების ფუნქციონირება (დაშვებულია მხოლოდ ღია მოსასვენებელი და სარეკრეაციო ზონების ფუნქციონირება).

 

კვირის ამბები