საზოგადოება
10.05.2020 22:40
რა სახის ეკონომიკური საქმიანობაა დაშვებული 11 მაისიდან

საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში მოქმედი შეზღუდვების შერბილების შესახებ მთავრობის გადაწყვეტილებით,  აქამდე მოქმედი ობიექტების გარდა, იმ ეკონომიკური საქმიანობების ჩამონათვალი განისაზღვრა, რომელიც 11 მაისიდან დაშვებულია.

  • მიტანის მომსახურება (ე. წ. „დელივერი სერვისი“);
  • დისტანციური (ე. წ. „ონლაინ“) ვაჭრობა (სამუშაო ადგილზე/საწყობში);
  • სამედიცინო დაწესებულებების საქმიანობა;
  • ღია ტიპის აგრარული ბაზრების საქმიანობა;
  • ავტომობილების, მოტოციკლეტების, მოპედებისა და ველოსიპედების ტექნიკური მომსახურების გამწევი სუბიექტების საქმიანობა, მათ შორის, ავტოსამრეცხაოების საქმიანობა;
  • სამშენებლო-სარემონტო საქმიანობა, ასევე სამშენებლო ზედამხედველობასთან დაკავშირებული საქმიანობა;
  • საყოფაცხოვრებო ტექნიკის, მათ შორის, კომპიუტერებისა და საკომუნიკაციო მოწყობილობების რემონტის მომსახურების გამწევი სუბიექტების საქმიანობა;
  • 11 მაისიდან დაშვებულია ღია მოსასვენებელი და სარეკრეაციო ზონების ფუნქციონირება;
  • ასევე, დაშვებულია იმ საცალო და საბითუმო სარეალიზაციო ობიექტების (მაღაზიების) ფუნქციონირება, რომელთაც აქვთ დამოუკიდებელი შესასვლელი ქუჩიდან, გარდა ტანსაცმლითა და ფეხსაცმლით ვაჭრობისა და სავაჭრო ცენტრებისა (შეზღუდულია ე. წ. მოლები და ყველა სხვა ტიპის ბაზრობები).

 

კვირის ამბები