სპორტი
10.05.2020 22:26
გერმანიის საფეხბურთო ლიგა 16 მაისს განახლდება

გერმანიის მთავარი საფეხბურთო ლიგა – ბუნდესლიგა 16 მაისიდან გაგრძელდება და ყველა დარჩენილ ტურიც ჩატარდება.

ეს ინფორმაცია პოზიტიური სიგნალია მათთვის, ვინც სპორტული აქტივობების, შეჯიბრებების განახლებას მოუთმენლად ელის. ფეხბურთსმონატრებულ გულშემატკივარს საშუალება ექნება, ბუნდესლიგის დარჩენილი 9 ტურის ყველა მატჩი იხილოს.

შეგახსენებთ, რომ ზოგ ქვეყანაში, მათ შორის, მაგალითად, საფრანგეთში, ჩემპიონატის დასრულება შეუძლებლად მიიჩნიეს და ოფიციალურად შეწყვიტეს. გერმანული ფეხბურთის მესვეურებმა კი შესაძლებლად ჩათვალეს ამ სეზონში დარჩენილი 9 ტურის გამართვა. ამ დღეებში გამოქვეყნდა დარჩენილი ტურების კალენდარიც, რომლის მიხედვით, 16 მაისს განახლებული ჩემპიონატი 27 ივნისს დასრულდება.

ჩემპიონატის გაგრძელებაზე ფიქრობენ ევროპის სხვა ქვეყნებშიც.

აქვე დავამატებთ, რომ საქართველოში ჯერ ოფიციალურად ცნობილი არ არის, როდის განახლდება ეროვნული ლიგის მატჩები. ჩვენთან, ახალი საფეხბურთო სეზონი მარტში დაიწყო და 2 ტურის გამართვის შემდეგ შეწყდა. ეროვნულ ლიგაში კალენდრით ჯერ კიდევ 34 ტურია დარჩენილი და თავდაპირველი გეგმით, 2020 წლის 5 დეკემბერს უნდა დასრულებულიყო.

კვირის ამბები