საზოგადოება
10.05.2020 10:55
საქართველოში ინფიცირების 9 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელებულთა რიცხვი კი 309-მდე გაიზარდა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების რაოდენობა 635-მდე გაიზარდა, - აღნიშნულ ინფორმაციას მთავრობის მიერ შექმნილი სპეციალური ვებ.გვერდი - stopcov.ge ავრცელებს.

ამავე ინფორმაციის თანახმად, კიდევ 12 პაციენტი გამოჯანმრთელდა და საერთო ჯამში, საქართველოში, გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობამ 309-ს მიაღწია.

კარანტინში იმყოფება 4717 ადამიანი, ხოლო სტაციონარული მეთვალყურეობის ქვეშ რჩება 452 პაციენტი.

საქართველოში კორონავირუსით 10 ადამიანი გარდაიცვალა.

კვირის ამბები