საზოგადოება
10.05.2020 10:26
მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევებმა 4 მილიონს გადააჭარბა, ბოლო 24 საათში, ინფიცირების 25 621 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა აშშ-ში

მსოფლიოში Covid 19-ით 4 025 140 ადამიანია ინფიცირებული, გარდაცვლილთა რაოდენობამ კი 279 329-ს მიაღწია.

ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა ამერიკის შეერთებულ შტატებში ფიქსირდება.

ბოლო 24 საათის განმავლობაში, ინფიცირების 25 621 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა აშშ-ში. გარდაცვლილთა რაოდენობა კი 78 794-მდე გაიზარდა.

„ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის“ ინფორმაციით, ბოლო ერთ დღეში, ამერიკაში 1 615 ადამიანი დაიღუპა.

 

კვირის ამბები