საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 3 ახალი შემთხვევა დადასტურდა და ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 626-ს მიაღწია.
მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე - stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, 9 ერთეულით გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა და მთლიანობაში, 297 გახდა. ინფიცირებულებს შორის 72-მდე ექიმია.
კარანტინის რეჟიმშია 4702 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 459 პაციენტი.10 ინფიცირებულია გარდაიცვალა.
„ბოლო დღეები მიუთითებს იმაზე, რომ თუ რაღაც სისულელე არ ჩავიდინეთ, სადღაც თავყრილობა არ მოვაწყვეთ, სადავეები ხელიდან არ გაგვექცა და თუ გაგრძელდა მობილიზაციის ის ხარისხი, რაც ახლაა, მაშინ, წესით არ უნდა იქნეს მატება. მგონია, რომ თუ რაღაც ისეთი შეცდომები არ დავუშვით, როგორიც იყო დაშვებული ბოლნისის და მარნეულის, ასევე ქობულეთის მუნიციპალიტეტებში, ანდაც - ლენტეხში, სადაც 50 კაციანი სუფრა გამართეს, თუ ასეთი რამ არ იქნება, მე მგონია, რომ კოვიდინფექციის პირველი და ყველაზე მძლავრი შემოტევა მინიმალური დანაკარგით დავძლიეთ”, - განაცხადა ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ.