გორის კიდევ ერთი აგრარული ბაზარი - „გეორგია XXI“ დღეიდან ამოქმედდა.
ბაზრის გახსნამდე, „გეორგია XXI“-ს ადმინისტრაციას და მოვაჭრეებს გორის მუნიციპალიტეტის მერიის და სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა რეკომენდაციები კიდევ ერთხელ გააცნეს.
დადგენილი წესების შესაბამისად, სავაჭრო ობიექტის ტერიტორიაზე მაქსიმალურად უნდა იყოს დაცული მთავრობის მიერ გაცემული რეკომენდაციები და სურსათის ეროვნული სააგენტოს მოთხოვნები - მოვაჭრეთა და მომხმარებელთა ფიზიკური დისტანცია, დეზობარიერები, სანიტარული წესით ბაზრის ტერიტორიის ინტენსიური დამუშავება, პირბადეებისა და ხელთათმანების გამოყენება.
გორის აგრარული ბაზრები 4 აპრილს დაიხურა, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, შესაბამისი რეკომენდაციების დაცვის შემთხვევაში, ბაზრებს ფუნქციონირების განახლების უფლება მიეცათ. ერთი კვირის წინ განაახლა მუშაობა გორში, წმინდა წყლის დასახლების ტერიტორიაზე მდებარე აგრარულმა ბაზარმა, ამჯერად კი, „გეორგია XXI“ გაიხსნა.
აგრარულ ბაზარში მოვაჭრეები პირბადისა და ერთჯერადი ხელთათმანის გარეშე არ დაიშვებიან.