გორის მერია მედ-პერსონალის ავტოსატრანსპორტო საშუალებებით მომსახურებას სატრანსპორტი შეზღუდვების გაუქმებამდე გააგრძელებს
გორის მუნიციპალიტეტის მერია მედ-პერსონალის ავტოსატრანსპორტო საშუალებებით მომსახურებას სატრანსპორტი შეზღუდვების გაუქმებამდე გააგრძელებს. ადგილობრივი თვითმმართველობის ინფორმაციით, კორონავირუსის პანდემიის პირობებში, სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებაში მომუშავე 300-ზე მეტი მედიკოსის სამუშაო ადგილამდე ტრანსპორტირებას მერია უზრუნველყოფს.
„ქვეყანაში გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვების გამო, ტრანსპორტით გადაადგილების პრობლემა შეექმნათ გორისა და თბილისის სამედიცინო ცენტრებში მომუშავე ექიმებსა და ექთნებს. ამიტომაც გორის მუნიციპალიტეტის მერია 300-ზე მეტ მედ-პერსონალს ავტოსატრანსპორტო საშუალებებით ემსახურება. სატრანსპორტო საშუალებები ბინაზე აკითხავენ მედ-პერსონალს და დანიშნულების ადგილამდე - გორის და თბილისის სამედიცინო ცენტრებსა და სოფლის ამბულატორიებამდე მიჰყავთ. გორის მუნიციპალიტეტის მერია მედ-პერსონალის ავტოსატრანსპორტო საშუალებებით მომსახურებას სატრანსპორტი შეზღუდვების გაუქმებამდე გააგრძელებს - ნათქვამია მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.