კულტურა
08.05.2020 15:20
„კამანის გულწითელა თეთრი მტრედი“ - დარჩი სახლში და დაესწარი ერისთავის თეატრის ონლაინ სპექტაკლს
კვირას, 10 მაისს, სასცენო ხელოვნების მოყვარულებს თანამედროვე რეჟისორის, სოსო ნემსაძის ნამუშევარი - „კამანის გულწითელა თეთრი მტრედი“ შეუძლიათ იხილონ. სცენის ნაცვლად, ქართველებისთვის ერთ-ერთ ყველაზე მძიმე და ამაღელვებელი თემას, ქართულ-აფხაზურ დაპირისპირებას, გ. ერისთავის სახელობის თეატრი ონლაინსივრცეში გააცოცხლებს. სპექტაკლის სიუჟეტი უკვე ლეგენდადქცეულ სოფელ კამანის დაპყრობაზეა.
მაყურებელთან შეხვედრის უცვლელი დრო და ადგილი 19:00 საათი, სოციალური ქსელი ფეისბუქია. ერთმოქმედებიანი სპექტაკლი 60 წუთი გრძელდება და 16 წელს ზემოთ ასაკის მაყურებელზეა გათვილი. წარმოდგენაში ამირან ქაჩიბაია, გიორგი გოგუაძე, კახა ბერიძე, ზაზა თედელური და ომარ ბექაური მონაწილეობენ.
კვირის ამბები