საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების რაოდენობა 623-მდე გაიზარდა, - აღნიშნულ ინფორმაციას მთავრობის მიერ შექმნილი სპეციალური ვებ.გვერდი stopcov.ge ავრცელებს.
აღსანიშნავია, რომ covid 19-სგან გამოჯანმრთელება კიდევ 13-მა პაციენტმა შეძლო და საერთო ჯამში, საქართველოში, დღევანდელი მონაცემებით, კორონავირუსისგან 288 პაციენტი განიკურნა.
ვებ.გვერდის ცნობით, კარანტინის რეჟიმშია 4723 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 446 პირი.
ინფორმაციისთვის, საქართველოში კორონავირუსით 9 ადამიანი გარდაიცვალა. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე. ბოლო 24 საათის განმავლობაში ინფიცირების 8, ხოლო გამოჯანმრთელების 13 შემთხვევა დაფიქსირდა.
3 031 საარჩევნო უბნიდან 483 საარჩევნო უბანი განთავსებულია საბავშვო ბაღების შენობებში, 1675 საარჩევნო უბანი - სკოლების შენობებში
2025 წლიდან, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მონაწილეობის მიღებას მხოლოდ საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე სამედიცინო დაწესებულებები შეძლებენ
კანონის მიხედვით, 17 მაისი საკანონმდებლო დონეზე ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღედ დგინდება და დასვენების დღედ ცხადდება