საზოგადოება
07.05.2020 16:03
დახმარების მისაღებად სად უნდა დარეგისტრირდნენ თვითდასაქმებულები, რომლებმაც სამსახური დაკარგეს

ერთ კვირაში, 15 მაისს ამოქმედდება ჯანდაცვის სამინისტროს ვებგვერდზე სპეციალური რეგისტრაციის პორტალი, სადაც უნდა დარეგისტრირდნენ თვითდასაქმებულები, რომლებმაც კორონავირუსის პანდემიის დროს სამსახური დაკარგეს.

რაც შეეხება იდენტიფიცირებულ მეწარმეებს და მათ, რომლებიც არაოფიციალურად საქმიანობდნენ, სხვადასხვა დოკუმენტით მოუწევთ იმის დამტკიცება, რომ უმუშევრად დარჩნენ.

მცირე მეწარმეები ან ინდმეწარმედ რეგისტრირებული პირებს დახმარების მისაღებად მხოლოდ საბანკო ანგარიშის წარდგენა მოუწევთ, რაც შეეხებათ თვითდასაქმებულთა აღურიცხავ კატეგორიას, მათ ეკონომიკური საქმიანობის დამადასტურებელი დოკუმენტი უნდა წარადგინოს - ცნობა იურიდიული პირისგან, სადაც საქმიანობდნენ, მიღება-ჩაბარების აქტი ან საბანკო ამონაწერი. განაცხადების განხილვა მოხდება ჯანდაცვისა და ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლებისგან დაკომპლექტებულ კომისიაში.

ის ადამიანები, რომლებსაც საქმიანობა მიკრობიზნესად რეგისტრირებული არ აქვთ და მხოლოდ დამოუკიდებლად მომუშავეთა კატეგორიას მიეკუთვნებიან -  მაგალითად ძიძები, რეპეტიტორები, ტაქსის მძღოლები, გარე მოვაჭრეები, შემოსავლების დამადასტურებელი საბუთის წარდგენას თუ ვერ შეძლებენ, დახმარების გარეშე დარჩებიან. ანუ, 300 ლარიანი დახმარების მისაღებად, უმუშევრად დარჩენის ერთ-ერთი მთავარი დამამტკიცებელი საბუთი შემოსავლების მიღების დამადასტურებელი დოკუმენტია. შესაძლებელია, ისიც, რომ დაქირავებული ხელზე იღებდა შემოსავალს, მაგრამ თუ დამსაქმებელს მისი დასაქმების შესახებ ინფორმაცია გადაგზავნილი ჰქონდა შემოსავლების სამსახურში, დახმარებას ამ კატეგორიის დამოუკიდებლად დასაქმებულებიც მიიღებენ.

კვირის ამბები