საზოგადოება
07.05.2020 14:42
გიორგი გახარია - საქართველოში 11 მაისიდან ყველა სახის წარმოება და მაღაზია გაიხსნება, გარდა ტანსაცმლისა და ფეხსაცმლისა
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 11 მაისიდან ყველა სახის წარმოება გაიხსნება. შესაბამისი განცხადება პრემიერ-მინისტრმა უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ფარგლებში არსებული ეკონომიკური ჯგუფის სხდომაზე გააკეთა. გიორგი გახარიას განმარტებით, 11 მაისიდან, ასევე, გაიხსნება ყველა მაღაზია, გარდა ტანსაცმლისა და ფეხსაცმლისა. „11 მაისიდან ჩვენ გავხსნით ყველა სახის წარმოებას. თუ აქამდე საუბარი იყო მხოლოდ და მხოლოდ სამშენებლო მასალების წარმოებაზე, მომავალი კვირიდან გავხსნით ყველა სახის წარმოებას. გარდა ამისა, ჩვენ გავხსნით ყველა სახის საცალო და საბითუმო მაღაზიას, რომელსაც აქვს შესასვლელი ქუჩიდან და რომელიც არ ვაჭრობს ტანსაცმლით და ფეხსაცმლით. ბუნებრივია ეს არ ეხება მოლებს“, - განაცხადა გახარიამ.
კვირის ამბები