საზოგადოება
07.05.2020 12:44
რომელი პროდუქტები გაძვირდა ყველაზე მეტად

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, აპრილში, საქართველოში, წლიური ინფლაციის დონემ 6.9 პროცენტი შეადგინა. მარტთან შედარებით კი, ინფლაციის მაჩვენებელი 0.9 პროცენტს უტოლდება.

გასული წლის იგივე პერიოდთან შედარებით კი ინფლაცია 4.6 პროცენტს შეადგენს.

რაც შეეხება ყოველდღიური მოხმარების პროდუქტებს, ყველაზე მეტად გაძვირდა 5 პროდუქტი. ფასის მატების პროცენტული მაჩვენებელი კი ამგვარია:

  • ნიორი - 318,30%
  • ლიმონი - 151,23%
  • ვაშლი - 77,24%
  • წიწიბურა - 74,24%
  • კარტოფილი - 72,20%
კვირის ამბები