საგანმანათლებლო კამპანია - „გავუფრთხილდეთ წყალს“ გორის საჯარო სკოლების მოსწავლეების მონაწილეობით დისტანციურ რეჟიმში, სხვადასხვა აქტივობით გრძელდება.
აქტივობის ფარგლებში მოზარდები წყლის თემატიკაზე საინფორმაციო-შემეცნებით ვიდეორგოლებს ამზადებენ, ქმნიან თემატურ ნამუშევრებს და შემდგომ, სხვადასხვა ონლაინ პლატფორმაზე განათავსებენ.
„პროექტი გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და გლობალური გარემოს დაცვითი ფონდის (GEF) მხარდაჭერით, გაერთიანეული წყალმომარაგების კომპანიასთან თანამშრომლობით მიმდინარეობს და მასში ქალაქ გორის 12 საჯარო სკოლაა ჩართული. პროექტს არასამთავრობო ორგანიზაცია „გარემო და განვითარება“ ახორციელებს. პროექტის მიზანია, წყლის რესურსების მართვის პროცესში სამოქალაქო საზოგადოების როლის გაძლიერება და ასევე, ახალგაზრდების წახალისება გარემოსდაცვით პროექტებში“, - ნათვამია გაერთიანებული წყალმომარაგების კომაპნიის მიერ გავცელებულ ინფორმაციაში.
პროგრამა გასული წლის ოქტომბერში დაიწყო და მის ფარგლებში უკვე მოეწყო სასწავლო ტურები წყლის სათავე ნაგებობებზე, ჩატარდა შემეცნებითი და საგანმანათლებლო გაკვეთილები სკოლებში, სადაც მოსწავლეები წყლის რესურსების რაციონალურად გამოყენების აუცილებლობას გაეცნენ. კორონავირუსის გავრცელების გამო ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობის გათვალისწინებით კი, მოზარდები პროექტში მონაწილეობას უკვე დისტანციურად განაგრძობენ.