საზოგადოება
07.05.2020 12:03
615 დადასტურებული შემთხვევა და 275 გამოჯანმრთელებული

კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა საქართველოში 275-მდე გაიზარდა, ინფიცირების შემთხვევებს კი 5 დადასტურებული ფაქტი დაემატა. მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე - stopcov.ge განთავსებული ინფორმაციის თანახმად, ამ დროისთვის, კორონავირუსით ინფიცირების 615 შემთხვევაა დადასტურებული. აქედან 275 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 9 გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5002 ადამიანი, სტაციონარული მეთვალყურეობის ქვეშ - 485 პირი.

კვირის ამბები