სპორტი
06.05.2020 15:33
გორელთა პოზიციები ძიუდოს მსოფლიო რეიტინგში

გორელი სპორტსმენები ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის მიერ გამოქვეყნებული რეიტინგ-ლისტის საკმაოდ მნიშვნელოვან პოზიციებზე მოხვდნენ.   

რეიტინგში ყველაზე მაღლა დღესდღეობით ვაჟა მარგველაშვილია, რომელიც თავის წონაში (66 კგ) მსოფლიოში მეხუთე ნომერი გახლავთ; შემდეგ მოდის ბექა ღვინიაშვილი, ის 90 კგ წონით კატეგორიაში მე-10 ადგილს იკავებს; 81 კგ-ში მოასპარეზეთა შორის მე-15 ადგილზეა გოლდენ გორის ძიუდოისტი ლუკა მაისურაძე; თავის წონაში (73 კგ) 23-ე ადგილი უკავია ლაშა შავდათუაშვილს; 28-ე პოზიციაზეა 60 კგ. წონით კატოგიარიაში მოასპარეზე თემურ ნოზაძე; გიორგი პაპუნაშვილი კი, 90 კგ-იან სპორტსმენებს შორის დღესდღეობით 38-ე ადგილზეა.

ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის მიერ გამოქვეყნებული რეიტინგ-ლისტი თვალსაჩინოდ გვაუწყებს ცალკეული ძიუდოისტის შესაძლებლობისა და პოტენციალის შესახებ. რეიტინგს ძიუდოს საერთაშორისო ფედერაცია (IJF) სხვადასხვა რანგის შეჯიბრებებზე ნაჩვენებ შედეგებზე დაყრდნობით ადგენს. განსაზღვრულია ცალკეულ ტურნირზე მოპოვებული ადგილისათვის კონკრეტული ძიუდოისტისთვის მისანიჭებელი ქულის ოდენობა, ცხადია ამ ტურნირის რანგიდან გამომდინარე.

შესაბამისად, მსოფლიოს რეიტინგში ჩვენი ძიუდოისტების მიერ დაკავებული პოზიციები მნიშვნელოვანია და კარგად აჩვენებს სპორტსმენთა ამჟამინდელ შესაძლებლობებს.

აქვე გაგაცნობთ რეიტინგში მყოფ სხვა გორელ ძიუდოისტებს, რომლებიც ჯერჯერობით ასეულს მიღმა არიან.
101 - ნუგზარ ტატალაშვილი (81 კგ);
139 - ალეკო მამიაშვილი (73 კგ);
210 - ბექა შავდათუაშვილი (73 კგ);
310 - ტატო ტატულაშვილი (73 კგ).

კვირის ამბები