საზოგადოება
06.05.2020 14:38
დევნილთა კომპაქტური ჩასახლების ცენტრებს დეზინფექცია ჩაუტარდა

გორის მუნიციპალიტეტში არსებულ იმ მრავალბინიან კორპუსებს, სადაც დევნილი ოჯახები ცხოვრობენ, სადეზინფექციო სამუშაოების მეორე ეტაპი ჩაუტარდა - სპეციალური ხსნარით დამუშავდა 18 მრავალბინიანი კორპუსის საერთო სარგებლობის ფართები, მათ შორის სადარბაზოები, დერეფნები და შენობის მიმდებარე ტერიტორიები.

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს ცნობით, აღნიშნული სამუშაოები შიდა ქართლის ოთხივე მუნიციპალიტეტში არსებულ დევნილთა ჩასახლების ცენტრებს ჩაუტარდა.

„აღნიშნულ შენობებში 880 დევნილი ოჯახია შესახლებული, სახელმწიფო თითოეული მათგანის ჯანმრთელობის უსაფრთხოებაზე ზრუნავს, სწორედ ამ მიზნით, სადეზინფექციო სამუშაოები შიდა ქართლის ყველა მუნიციპალიტეტის დევნილთა ჩასახლების ცენტრებში განხორციელდა. სამუშაოები დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს ტერიტორიული სამსახურისა და იძულებით გადაადგილებულ ქალთა არასამთავრობო ორგანიზაცია „თანხმობის“ ერთობლივი ძალისხმევით ხორციელდება და ეს აღნიშნული სამუშაოების მეორე ეტაპი გახლავთ“, - აცხადებენ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოში.

კვირის ამბები