საზოგადოება
06.05.2020 13:19
ოკუპირებულ ცხინვალში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დადასტურდა

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დადასტურდა, - ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი საინფორმაციო სააგენტო ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კორონავირუსი მამაკაცს დაუდასტურდა, რომელიც 30 აპრილს ე.წ. „სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკაში“ რუსეთის ფედერაციიდან შევიდა.

„ის მთელი ამ დროის განმავლობაში კარანტინში იმყოფებოდა, რა დროსაც ტემპერატურა დაუფიქსირდა და ჩატარებული კვლევების საფუძველზე ვირუსი დაუდასტურდა. პაციენტი, ამჟამად, ინფექციურ დაავადებათა კლინიკაში, იზოლირებულ პალატაშია მოთავსებული,“ - აცხადებს ოკუპირებული ცხინვალის მთავარი სანიტარული ექიმი მარინა კოჩიევა.

ექიმის თქმით, დაინფიცირებული პირის ყველა კონტაქტი გამოვლენილია და ყველა მათგანი იზოლაციაში იმყოფება.

კვირის ამბები