კულტურა
10.10.2019 14:20
მარადიულად ჭაბუკი „ბაბუ“ ანზორ გვაძაბია მაყურებელთან შეხვედრის მოლოდინშია

მარადიულად ჭაბუკი „ბაბუ“, ერისთავის სახელობის თეატრის მსახიობი, ქორეოგრაფი  და სტუდენტური თეატრის ხელმძღვანელი ანზორ გვაძაბია, ერთგულ გულშემატკივარს მალე საპრემიერო ჩვენებით გაახარებს. 82 წლის რეჟისორი გორის უნივერსიტეტის სტუდენტების მონაწილეობით, სცენაზე, ინგლისელი მწერლის, ტომას ბრანდონის „ჩარლის დეიდა“-ს დადგამს.

როგორც ანზორ გვაძაბიამ GMnews-თან საუბრისას აღნიშნა, ასაკის, ჯანმრთელობისა თუ ამქვეყნიური სირთულეების  მიუხედავად აქტიური შემოქმედებითი ცხოვრებით ცხოვრობს. სპექტაკლზე მუშაობა უკვე დაწყო და მაყურებელთან შესახვედრად დაახლოებით სამ თვეში იქნება მზად.

„პატარა, მეოცნებე ბიჭი რომელიც მრავალი ათეული წლების წინ ცხოვრობდა არსად წასულა - მხოლოდ გარეგნულად შევიცვალე. თეატრში ჩემი სიჭაბუკეა, ჩემი ცხოვრებაა, ჩემი წარსული და იქნებ მომავალიცაა... თუ კიდევ დამრჩა „დრო“ იმ დროსაც მაყურებლის სამსახურში გავატარებ. ყველა სასურველი როლი შევასრულე და ახლა საოცნებოდ მხოლოდ სამშობლოს კეთილდღეობა მაქვს.  დაანონსებულ საპრემიერო შეხვედრამდე კი, მაყურებელს „გორის დღეზე“ მოვეფერები - გვითხრა რეჟისორმა.

 

კვირის ამბები