საზოგადოება
05.05.2020 15:55
გეგმური სტომატოლოგიური მომსახურება 2020 წლის 22 მაისიდან აღდგება
ახალი კორონავირუსით გამოწვეული ინფექციის (COVID-19) გავრცელების პრევენციისა და მართვის უზრუნველყოფის მიზნით შეჩერებულია სტომატოლოგიური კლინიკების ფუნქციონირებაც.

ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით, გეგმური სტომატოლოგიური მომსახურების აღდგენა 22 მაისიდან იგეგმება, თუმცა, აღნიშნული კლინიკები ფუნქციონირებას შესაბამისი რეგულაციების დაცვით შეძლებენ.

წინასწარი ინფორმაციით, რეგულირების სააგენტო განახორციელებს ინფექციების პრევენციისა და კონტროლის საკითხებზე მონიტორინგს და შეაფასებს კლინიკების სრულად ამოქმედების მზაობას. 

პარალელურად, საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის გამგეობამ და ექსპერტთა საბჭომ შეიმუშავეს სტომატოლოგური მომსახურების მენეჯმენტის დროებითი გაიდლაინი, რომელიც უკვე წარუდგინეს ჯანდაცვის სამინისტროს და სწორედ აღნიშნული გაიდლაინის პუნქტებში გაწერილი ალგორითმის დაცვით მოხდება სტომატოლოგიური სერვისების მართვა.
კვირის ამბები