საზოგადოება
05.05.2020 10:25
შეძლებენ თუ არა გორელები 6 მაისს, გიორგობას, გორიჯვარზე ასვლას

მართლმადიდებელი ეკლესია ხვალ, 6 მაისს, წმინდა დიდმოწამე გიორგის აღსრულების დღეს აღნიშნავს.

წმინდა საკვირველთმოქმედი და ძლევაშემოსილი გიორგი ქართველი ერის მფარველად მიიჩნევა და იგი საქართველოში გამორჩეულად უყვართ. 

გიორგობას, 6 მაისს, განსაკუთრებულად აღნიშნავენ გორში. გორელ მორწმუნეთა უმრავლესობა გორიჯვრის მთაზე მდებარე წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში მიდის და შესაბამისად, ამ დღეს გორიჯვარზე ყოველთვის ხალხმრავლობაა, თუმცა, ჯერჯერობით უცნობია, კორონავირუსის პანდემიის გამო მოქმედი საგანგებო მდგომარეობის და არსებული შეზღუდვების პირობებში, შესაძლებელი იქნება თუ არა მომლოცველთა წასვლა გორიჯვარზე. ამის თაობაზე გადაწყვეტილება დღეს გახდება ცნობილი.

წმინდა გიორგი მესამე საუკუნის მეორე ნახევარში, კაბადოკიაში, მდიდარ ქრისტიანულ ოჯახში დაიბადა. მოგვიანებით, იგი, რომის იმპერატორ დიოკლიტიანეს მმართველობის დროს, მხედართმთავარი გახდა.

კვირის ამბები