საზოგადოება
05.05.2020 10:11
კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევებმა საქართველოში 600 ერთეულს გადააჭარბა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 11 ახალი შემთხვევა დადადასტურდა და კოვიდინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 604-ს მიაღწია.

მთავრობის მიერ შექმნილი სპეციალური ვებგვერდის - stopcov.ge-ს ინფორმაციით, ამ დროისთვის, ინფიცირებულთა საერთო რაოდენობიდან გამოჯანმრთელებულია 240 პაციენტი.

კარანტინის რეჟიმში რჩება 4887 ადამიანი, სტაციონარული მეთვალყურეობის ქვეშ  იმყოფება 500 პაციენტი. გარდაცვლილია 9 ინფიცირებული.

კვირის ამბები