საზოგადოება
04.05.2020 15:52
ხვალიდან ავტონაწილებით ვაჭრობა დასაშვები არ იქნება - მთავრობის ადმინისტრაციის განმარტება

ხვალიდან ავტონაწილებით ვაჭრობა დასაშვები არ იქნება - აღნიშნულის შესახებ განმარტებას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია აკეთებს. ამასთან, გავრცელებულ ინფორმაციაში ავტოტექმომსახურების დაშვებასთან დაკავშირებით ნათქვამია, რომ დაშვება გულისხმობს მოტოციკლეტების, მოპედების და ველოსიპედების ტექმომსახურებასაც.

„ავტონაწილებით ვაჭრობა მხოლოდ ონლაინ და ავტოტექმომსახურების გამწევ ადგილას იქნება დასაშვები, თუ ამ მასალის გაყიდვა ავტოტექმომსახურების გაწევის შემადგენელი ნაწილია. რაც შეეხება ავტოტექმომსახურების დაშვებას, დაშვება მოტოციკლეტების, მოპედების და ველოსიპედების ტექმომსახურებასაც გულისხმობს. გარდა ამისა, ავტოტექმომსახურების ცენტრების და ავტოსამრეცხაოების მიერ სავალდებულოა, რომ დაცული იყოს შესაბამისი წესები - პირბადეები, სადეზინფექციო საშუალებები და ა.შ.“ - ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ეკონომიკური გახსნის გეგმის მეორე ეტაპით გათვალისწინებული საქმიანობების ნაწილი დასაშვები 5 მაისიდან ხდება. ასევე, ხვალიდან დასაშვებია ავტოტექმომსახურება და ავტოსამრეცხაოების საქმიანობაც

კვირის ამბები