საზოგადოება
04.05.2020 13:01
სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის განხორციელება გორის მუნიციპალიტეში მაცხოვრებლებს შეუფერხებლად შეუძლიათ - მამუკა ლომსაძე
გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრებ მოსახლეობას სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის განხორციელება შეუფერხებლად შეუძლია. გორის მუნიციპალიტეტის სოფლები უზრუნველყოფილია შესაბამისი ტექნიკით რათა ფერმერები ჩაეტიონ აგრო ვადებში და მოსავლის თესვის პროცესში რისკები და პრობლემები არ შეიქმნას. აღნიშნულის შესახებ GMnews-თან სოფლისა და სოფლის მეურნეობის სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული სამმართველოს ხელმძღვანელმა, მამუკა ლომსაძემ განაცხადა.
„მოგეხსენებათ, ქვეყანაში გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის მიუხედავად, კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, მუშაობას ჩვეულ რეჟიმში აგრძელებდა აგროქიმიკატებისა და პესტიციდების სავაჭრო ობიექტები, ამიტომაც მეურნე-ფერმერებს მიწის სავარგულების დამუშავების პროცესში დაბრკოლება არ შეხვედრიათ. ამ ეტაპზე, შიდა ქართლში სიმინდის თესვა მიმდინარეობს. რაც შეეხება კონკრეტულად გორის მუნიციპალიტეტს, მინდა გითხრათ, რომ ჩვენი სოფლები უზრუნველყოფილია შესაბამისი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკით. აგროვადების დარღვევის ერთადერთ შემაფერხებელ გარემოებას მხოლოდ უამინდობა წარმოადგენს,“ - განაცხადა მამუკა ლომსაძემ GMnews-თანსაუბრისას.
კვირის ამბები