საზოგადოება
04.05.2020 12:50
კოვიდინფიცირებული მედდის ირგვლივ, რომლის გარშემოც მოხდა რამდენიმე ადამიანის დაინფიცირება, რისკები ლოკალიზებულია - გუბერნატორი

გორიდან, დამატებით, ლაბორატორიაში გაგზავნილი ნიმუშების პასუხები უარყოფითია. საეჭვო სიმპტომების მქონე 12 პირს კორონავირუსული ინფექცია არ დაუდასტურდა. შიდა ქართლის გუბერნატორის ინფორმაციით,  გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე პირველი ინფიცირებულის, ჰოსპიტალის მედდის ირგვლივ გავრცელების რისკები ლოკალიზებულია.

,,გორის მუნიციპალიტეტში თვითიზოლაციის რეჟიმში რჩება 105 ადამიანი. დამატებით გაკეთებული ტესტებიდან ყველა ნიმუშზე უარყოფითი პასუხიაა. კოვიდინფიცირებული მედდის ირგვლივ, რომლის გარშემოც მოხდა რამდენიმე ადამიანის დაინფიცირება, შეგვიძლია ვთქვათ, რომ რისკები ლოკალიზებულია, თუმცა,  ბუნებრივია, ვაგრძელებთ მედპერსონალთან და ეპიდემიოლოგებთან   თანამშრომლობას და მოსახლეობის აქტიურ მონიტორინგს. მონიტორინგი მიმდინარეობს იმ ადამიანებთან, ვინც თვითიზოლაციაშია, ასევე, ყველა რისჯგუფთან. სკრინინგის საფუძველზე თუ მიზანშეწონილად ჩაითვლება სხვა პირების ტესტირებაც, ნიმუშები გაიგზავნება ლაბორატორიაში“, - განაცხადა გიგი ხოჯევანიშვილმა.

გორის მუნიციპალიტეტში კორონავირუსული ინფექციის 6 დადასტურებული შემთხვევაა, პირველი ინფიცირებული სამხედრო ჰოსპიტალის მედდა. რეგიონში კი, მთლიანობაში, ინფიცირების 9 ფაქტია.

 

კვირის ამბები