სამართალი
04.05.2020 12:37
გასული 24 საათის განმავლობაში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის 108 ახალი ფაქტი გამოვლინდა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის 108 ახალი ფაქტი გამოავლინეს. უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, აქედან ე.წ კომენდანტის საათის დარღვევის ფაქტზე 78 მოქალაქე დაჯარიმდა.

„პოლიციამ, 3 მაისის 21 საათიდან 4 მაისის დილის 6 საათამდე, ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევის ფაქტზე, მთელი ქვეყნის მასშტაბით 78 მოქალაქე დააჯარიმა. გარდა ამისა, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, საჯარო სივრცეში 3-ზე მეტი პირის შეკრების შეზღუდვის და 2-მეტრიანი სოციალური დისტანციის დაუცველობის გამო, სულ 24 მოქალაქე დააჯარიმეს. პოლიცია დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან ერთად განაგრძობს თვითიზოლაციაში მყოფი მოქალაქეების მკაცრ კონტროლს. ერთობლივი მონიტორინგის შედეგად, თვითიზოლაციის წესების დარღვევის 1 ახალი ფაქტი გამოვლინდა. სამართალდამცველებმა მგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების წესის დარღვევის ფაქტზე კიდევ 5 პირი დააჯარიმეს“,- აღნიშნულია შსს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, რომ საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას - ფიზიკური პირის დაჯარიმებას 3 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირის - 15 000 ლარით.

კვირის ამბები