საზოგადოება
04.05.2020 11:25
ხვალიდან სამშენებლო სექტორში მომუშავე კომპანიები მუშაობას განაახლებენ

5 მაისიდან ჩვენ გავცემთ ნებართვებს, რომ მუშაობა განაახლონ სამშენებლო სექტორში მომუშავე ყველა კომპანიამ და ყველა ის კომპანიამ, რომელიც დაკავებულია სამშენებლო მასალების წარმოებით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა.

„გავცემთ შესაბამის ნებართვებს, რომ 5 მაისიდან, ანუ ხვალიდან მუშაობა განაახლოს სამშენებლო სექტორში მომუშავე ყველა კომპანიამ და ყველა იმ კომპანიამ, რომელიც დაკავებულია სამშენებლო მასალების წარმოებით. ასევე, ყველა ის კომპანია, რომელიც სხვადასხვა სახით დაკავშირებულია სამშენებლო ბიზნესთან, შეძლებს მუშაობის განახლებას 5 მაისიდან. აქვე აღვნიშნავ, რომ შემოწმებები, რომლსაც ახორციელებს ჯანდაცვისა და ეკონომიკის სამინისტროს ბაზაზე შექმნილი სპეციალური გუნდი, კვლავ გააგრძელებს ყოველდღიურ შემოწმებას. მინდა კომპანიის მფლობელებსა და ხელმძღვანელობას მოვუწოდო, რომ პასუხისმგებლობით მოეკიდონ მათ ყოველდღიურ საქმიანობას და იმ ვალდებულებებს, რომელსაც ჯანდაცვის სამინისტრო უწესებს“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, ხვალიდან ასევე ნებადართული იქნება ავტოსარემონტო კომპანიების მუშაობაც.

კვირის ამბები