სპორტი
03.05.2020 19:36
შეწყვეტილი შერკინება, ანუ რა ეტაპი დარჩა ქართულ რაგბში სეზონის ბოლომდე

ახალი ჩემპიონატი რაგბში ყოველთვის აგვისტოს მიწურულს, ან სექტემბერის პირველ რიცხვებში იწყება. თუ შეწყვეტილი ჩემპიონატის დამთავრება დროულად მოხერხდება, ახალის დაწყების დროც შორს არ გადაიწევს, სხვაგვარად კი, ახალი ჩემპიონატის სტარტიც ალბათ ჩვეულებრივზე გვიან იქნება. თუმცა, მანამდე ის გავიხსენოთ, სად გავჩერდით, ანუ რა ეტაპი დარჩა ქართულ რაგბში სეზონის ბოლომდე.

იძულებითი პაუზის შემდეგ, სეზონის დასრულებამდე მხოლოდ 4 ტურია დარჩენილი. ამჟამად, სატურნირო ცხრილს ქულათა თაბარი რაოდენობით (48-48 ქულა) თბილისის „ლელო სარასენსი“ და „ბათუმი“ ლიდერობენ. გორის „ჯიქი“ 14 თამაშიდან 29 ქულით მეექვსე პოზიციაზეა. უახლოეს მდევარს გორელები სულ 3 ქულით უსწრებენ და თუ ფლეი-ოფში მონაწილეობის უფლება რომ შეინარჩუნონ, ცხრილში დაკავებული პოზიცია არ უნდა დათმონ.

რეგულარული სეზონის დარჩენილ ტურების კალენდრის მიხედვით, „ჯიქმა“ უნდა უმასპინძლოს „აკადემიას“ და „აიას“, ხოლო სტუმრად „იუნკერებს“ და „ლელოს“ უნდა ეთამაშოს.

კიდევ ერთმა გორულმა კლუბმა „გორმა“, რომელიც რეგიონული ლიგის აღმოსავლეთ ზონაში გამოდის, სეზონი მესამე ადგილზე დაასრულა. შესაბამისად, პლეი-ოფში მონაწილეობის მიღებისა და იქიდან ზედა ლიგაში აღზევების შანსი დაკარგა.

საფეხბურთო ჩემპიონატისგან განსხვავებით, რომელიც სეზონს გაზაფხული-შემოდგომის სისტემით ატარებს, რაგბის სეზონი შემოდგომით იწყება და გაზაფხულზე მთავრდება. შესაბამისად, როცა კორონავირუსის გამო რაგბმაც პაუზა აიღო, უკვე რეგულარული ჩემპიონატის მიწურული იყო.

კვირის ამბები