03.05.2020 16:24
გორის მუნიციპალიტეტში covid 19-ით ინფიცირება კიდევ ერთ პირს დაუდასტურდა
ჩატარებული სკრინინგის საფუძველზე, გორის მუნიციპალიტეტში covid 19-ით ინფიცირება კიდევ ერთ პირს დაუდასტურდა. ახალი ინფიცირებული ერთ-ერთი სოფლის მცხორებია და შემთხვევა კვლავ ფლავი-თერგვისის კლასტერს უკავშირდება. აღნიშნული შემთხვევა გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რიგით მეექვსე დადასტურებული ფაქტია. შიდა ქართლში კი, მთლიანობაში, 9 ინფიცირებულია.
რეგიონის გუბერნატორის ინფორმაციით, ლაბორატორიაში დამატებით გაგზავნილი ნიმუშების პასუხებს დღის ბოლომდე ელიან.
„ლაბორატორიაში გაგზავნილი ნიმუშებიდან კიდევ ერთი დადასტურებული შემთხვევა გვაქვს. აღნიშნული პირი გორის მუნიციპალიტეტის მცხოვრებია. მას შემდეგ, რაც მუნიციპალიტეტში ინფიცირების ფაქტები დაფიქსირდა, ეპიდემიოლოგებისა და საზოგადოებრიი ჯანდაცვის სამსახურის თანამშრომლების მხრიდან, ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს მოსახლეობის სკრინინგი. რეგიონიდან გუშინ გაგზავნილი 23 ნიმუშიდან ამ დროისთვის ნაწილის პასუხები ცნობილია, რომელთა შორის არის დადასტურების ერთი ფაქტი, მთლიანობაში კი, ყველა ნიმუშის პასუხები დღის ბოლომდე გახდება ცნობილი“, - განაცხადა შიდა ქართლის გუბერნატორმა გიგი ხოჯევანიშვილმა.