ხურვალეთის განაპირას, მავთულხლართების მიღმა მცხოვრები დათა ვანიშვილის შვილიშვილი და რძალი დე ფაქტო რეჟიმის წარმომადგენლებმა ორკვირიანი უკანონო პატიმრობიდან გაათავისუფლეს.
საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები ვანიშვილებთან 17 აპრილს მივიდნენ, მოტივად სამედიცინო გადამოწმება დაასახელეს, რა დროსაც განაცხადეს, რომ დათა ვანიშვილის შვილიშვილს, ახალგაზრდა მამაკაცს ტემპერატურა აღენიშნებოდა და კარანტინს ექვემდებარებოდა, ამ მოტივით იგი ცხინვალში გადაიყვანეს. მეორე დღეს კი ორკვირიან კარანტინში გადაიყვანეს მალხაზ ვანიშვილის მეუღლეც, მიზეზად კი პრევენციული ღონისძიებები დაასახელეს.
ახალგაზრდა ცოლ-ქმარმა ცხინვალი უკვე დატოვა. ორივე მათგანი შინ, სოფელ ხურვალეთში, მავთულხლართების მიღმა მდებარე სახლში იმყოფება.
3 031 საარჩევნო უბნიდან 483 საარჩევნო უბანი განთავსებულია საბავშვო ბაღების შენობებში, 1675 საარჩევნო უბანი - სკოლების შენობებში
2025 წლიდან, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მონაწილეობის მიღებას მხოლოდ საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე სამედიცინო დაწესებულებები შეძლებენ
კანონის მიხედვით, 17 მაისი საკანონმდებლო დონეზე ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღედ დგინდება და დასვენების დღედ ცხადდება