საზოგადოება
02.05.2020 21:11
როდის გაიხსნება კაფეები, რესტორნები, სავაჭრო ცენტრები და როდის მოიხსნება შეზღუდვები საზოგადოებრივ ტრანსპორტზე

კაფეების, რესტორნების, სავაჭრო ცენტრების, როგორც ხალხმრავლობის თვალსაზრისით განსაკუთრებით საფრთხის შემცველი ობიექტების გახსნა, მთავრობის მიერ წარმოდგენილი გეგმით, ბოლო ეტაპზეა გათვალისწინებული, - ეს განცხადება საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გააკეთა. ნათია მეზვრიშვილის განცხადებითვე, ამ ეტაპზე არ განიხილება საზოგადოებრივ ტრანსპორტზე შეზღუდვების მოხსნაც.

,,27 აპრილიდან ჩვენ კიდევ უფრო მეტი დაშვება გავაკეთეთ, მაგრამ მეწარმე სუბიექტებს ვუთხარით, რომ უნდა აკმაყოფილებდნენ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილ რეკომენდაციებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი შემოწმდებიან და შესაბამისი პასუხისმგებლობა დაეკისრებათ. ამ ეტაპზე არ განვიხილავთ საზოგადოებრივ ტრანსპორტის მოძრაობის განახლებას, ვინაიდან, სოციალური დისტანციის დაცვის თვალსაზრისით, საზოგადოებრივი ტრანსპორტი ყველაზე მეტი საფრთხის შემცველია. ამ ეტაპზე მსჯელობა მიმდინარეობს მშენებლობებისა და სამშენებლო მასალების წარმოების დაშვებაზე იმაზე ადრეულ ეტაპზე, ვიდრე ეს გეგმით არის გათვალისწინებული. ასევე, კაფეების, რესტორნების, სავაჭრო ცენტრების, როგორც ხალხმრავლობის თვალსაზრისით განსაკუთრებით საფრთხის შემცველი ობიექტების გახსნა, მთავრობის მიერ წარმოდგენილი გეგმით, ბოლო ეტაპზეა გათვალისწინებული“, - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

კვირის ამბები