საზოგადოება
02.05.2020 11:16
Covid-19 ჰოსპიტალის ინფიცირებულ მედდასთან კონტაქტში მყოფ კიდევ ერთ პირს დაუდასტურდა

თავდაცვის სამინისტროს გორის სამხედრო ჰოსპიტალის კოვიდინფიცირებულ მედდასთან კონტაქტში მყოფ კიდევ ერთ პირს დაუდასტურდა ახალი კორონავირუსი.  

ახალი ინფიცირებული, რომელიც ასევე გორის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი სოფლის მცხოვრებია, მედდის ნათესავია. იგი ბოლო დღეების განმავლობაში თვითიზოლაციაში იმყოფებოდა.

ეპიდემიოლოგებისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახურის თანამშრომლების მხრიდან დადგენილია ინფიცირებულთან პირდაპირ და ირიბ კონტაქტში მყოფ პირთა წრე. ყველა მათგანს თვითიზოლაციის რეკომენდაცია მიეცა, პარალელურად, საეჭვო შემთხვევებზე ნიმუშების აღება ხდება.

ამ დროისთვის, გორის მუნიციპალიტეტში ახალი კორონავისრუსის 5 დადასტურებული შემთხვევაა.

სამხედრო ჰოსპიტალის მედდას ახალი კორონავირუსით ინფიცირება 29 აპრილს დაუდასტურდა. თავდაცვის სამინისტროს გორის სამხედრო ჰოსპიტალის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, კოვიდინფიცირების ფაქტი მედ.პერსონალის გეგმიური PCR ტესტირებისას გამოვლინდა.

კვირის ამბები