საზოგადოება
02.05.2020 10:45
ბოლო ორი თვის განმავლობაში, მსოფლიოში, Covid 19-ით 55 ჟურნალისტი გარდაიცვალა

ჟურნალისტები დიდი რისკის ქვეშ არიან, ბევრ ქვეყანაში მათი უსაფრთხოება დაცული არ არის, - ეს განცხადება არასამთავრობო ორგანიზაცია Press Emblem Campaign-მა გაავრცელა.

არასამთავრობო ორგანიზაციის ინფორმაციით, ბოლო ორი თვის განმავლობაში, მსოფლიოში, Covid 19-ით 55 ჟურნალისტი გარდაიცვალა.

„ჟურნალისტები დიდი რისკის ქვეშ არიან, მათ უწევთ, გააგრძელონ პროფესიული მოვალეობის შესრულება და ადამიანების ინფორმირება, მიდიან საავადმყოფოებში, წერენ კომენტარებს ექიმებთან, ექთნებთან, პოლიტიკური ლიდერებთან, ეპიდემიოლოგებთან, ინფიცირებულებთან და ამ ყველაფრის ფონზე, ბევრ ქვეყანაში მათი უსაფრთხოება შესაბამისად არ არის დაცული“,- ნათქვამია Press Emblem Campaign-ის ინფორმაციაში.

 

კვირის ამბები