სამართალი
10.10.2019 11:50
გორის ცენტრში მომხდარი ავარიის შედეგად 25 წლის ქალი დაშავდა

ცოტა ხნის წინ, გორის ცენტრში, ქვეითად მოსიარულეს მსუბუქი ავტომანქანა დაეჯახა. ავარიის შედეგად, ახალგაზრდა ქალმა სხეულის მრავლობითი დაზიანება მიიღო. დაშავებული გორის სამხედრო ჰოსპიტალშია გადაყვანილი.
ექიმების განცხადებით, პაციენტს მრავლობითი ტრამვული დაზიანებები, დაჟეჟილობები აღენიშნება. ამ წუთებში, მას გამოკვლევები უტარდება, რის შემდეგაც გადაწყდება, სტაციონარში გააგრძელებს მკურნალობას თუ ამბულატორიულად.  

კვირის ამბები