მუშაობენ საერთაშორისო ორგანიზაციები იმისთვის, რომ დაწესდეს უსაფრთხო ფრენების პრინციპები, ჩვენ ვიქნებით ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, ვინც ამას გაითვალისწინებს და ხელს შეუწყობს ორმხრივ რეჟიმში, - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ.
მინისტრის განცხადებით, ამ მიმართულებით მოლაპარაკებები უკვე მიმდინარეობს.
„უკვე ვფიქრობთ, რომ შეიძლება გარკვეული მიმართულებებით, გაიდლაინების მკაცრი დაცვით, გარკვეული დოზით რეგულარული რეისები აღვადგინოთ, მაგრამ ეს ისევ და ისევ არის დამოკიდებული იმ ქვეყნების ნებასა და ვითარებაზე, ვისთანაც ჩვენ მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ. იმისთვის, რომ ავიამიმოსვლა აღდგეს სრულმასშტაბიანად, მარტო ჩვენი, საქართველოს მთავრობის ძალისხმევა არ არის საკმარისი. ჩვენ რაოდენ წარმატებულებიც არ უნდა ვიყოთ ეპიდემიასთან ბრძოლაში, იგივე დადებითი ტენდენციები უნდა ფიქსირდებოდეს პარტნიორ ქვეყნებში, მსოფლიოში”, - განაცხადა ნათია თურნავამ.
ახალი კორონავირუსის პანდემიამდე, საქართველოდან 50-მდე ქვეყანასთან ხორციელდებოდა პირდაპირი ფრენები.