საზოგადოება
01.05.2020 15:15
როდის განახლდება სასწავლო პროცესი საბავშვო ბაღებში?

სკოლებსა და უმაღლეს სასწავლებლებში სასწავლო პროცესი სექტემბრამდე არ განახლდება, - აღნიშნულის შესახებს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ანტიკრიზისული ეკონომიკური გეგმის წარდგენისას განაცხადა. პრეზენტაციისას არაფერი თქმულა სკოლამდელი განათლების დაწესებულებებთან დაკავშირებულ გეგმებზე.

როდის აღდგება სასწავლო პროცესი საბავშვო ბაღებში? - ამ შეკითხვით GMnews გორის სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს ხელმძღვანელს ლია კოვზიაშვილს დაიკავშირდა. კოვზიაშვილი ამბობს, რომ საკითხთან დაკავშირებით ჯერ კიდევ მსჯელობა მიმდინარეობს და ოფიციალური გადაწყვეტილება მიღებული არ არის.

„ამ დროისთვის კონკრეტული პასუხი თქვენს შეკითხვაზე არ მაქვს. ჯერ-ჯერობით მსჯელობა მიმდინარეობს და კონკრეტული გადაწყვეტილება მიღებული არ არის. თუმცა, ვფიქრობ, რომ საბავშვო ბაღები, საჯარო სკოლებისა და უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების მსგავსად, აქტიურ სასწავლო პროცესს სექტემბრიდან განაახლებენ“, - აღნიშნა GMnews-თან საუბრისას გორის სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს ხელმძღვანელმა.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის გავრცელების გამო, გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოქმედ 62 საბავშო ბაღში სასწავლო პროცესი 2 მარტს შეწყდა და მას შემდეგ აღარ განახლებულა.

კვირის ამბები