საზოგადოება
01.05.2020 14:04
გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრებ ხუთ და მეტშვილიან ოჯახებს დახმარების სახით ფქვილი გადაეცათ

გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრებ ხუთ და მეტშვილიან ოჯახებს დახმარების სახით ფქვილი გადაეცათ. სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, ქველმოქმედებისთვის გაღებული პროდუქტი ადგილობრივმა თვითმმართველობამ ორმოცდათხუთმეტ ოჯახზე გადაანაწილა.
„გორის მუნიციპალიტეტის მერია, როგორც საკუთარი სახსრებით, ისე ქველმოქმედი ადამიანების დახმარებით ცდილობს, როგორც რაიონში, ისე ქალაქში მცხოვრებ ეკონომიკურად გაჭირებულ მოსახლეობას დაუდგეს გვერდში. ერთ-ერთი ასეთი აქცია ადგილობრივი ბიზნესმენების - გივი აბალაკისა და არჩილ მოგელაშვილის დახმარებით განვახორციელეთ. მერის წარმომადგენლებმა, მათ მიერ გაღებული საჩუქარი ოჯახებს სახლებში მიუტანეს“, - აღნიშნა გორის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური დახმარების სამსახურის ხელმძღვანელმა, დავით ჩიხრაძემ.

ცნობისთვის, ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებული შეზღუდვების გამო, საკვები პროდუქტების გარეშე დარჩენილი მოსახლეობის ნაწილს გივი აბალაკისა და არჩილ მოგელაშვილის საწარმო უკვე მეორედ დაეხმარა. პირველ ეტაპზე, საჩუქრის სახით, ფქვილი კეთილდღეობისა და განვითარების ცენტრის ბენეფიციარი შშმ ბავშვების ოჯახებმა მიიღეს.

კვირის ამბები