საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა ბოლო 24 საათში 27-ით გაიზარდა და 566 გახდა. აღნიშნულ ინფორმაციას მთავრობის მიერ შექმნილი სპეციალური ვებ.გვერდი stopcov.ge ავრცელებს.
ვებ.გვერდის ცნობით, კარანტინის რეჟიმშია 5243 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 550 პირი რჩება.
ინფორმაციისთვის, 566 ადამიანიდან 184 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 6 გარდაიცვალა. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.
3 031 საარჩევნო უბნიდან 483 საარჩევნო უბანი განთავსებულია საბავშვო ბაღების შენობებში, 1675 საარჩევნო უბანი - სკოლების შენობებში
2025 წლიდან, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მონაწილეობის მიღებას მხოლოდ საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე სამედიცინო დაწესებულებები შეძლებენ
კანონის მიხედვით, 17 მაისი საკანონმდებლო დონეზე ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღედ დგინდება და დასვენების დღედ ცხადდება