კულტურა
30.04.2020 14:54
„დაპირისპირება“ - დარჩით სახლში და თვალი ადევნეთ გ. ერისთავის სახელობის გორის თეატრის სპექტაკლებს
დარჩით სახლში და თვალი ადევნეთ გ. ერისთავის სახელობის თეატრის სპექტაკლებს - მსგავსი მოწოდებით, გიორგი ერისთავის სახელობის დრამატული თეატრი სოციალურ ქსელში სპექტაკლების ვიდეოჩანაწერების ჩვენებას განაგრძობს და ერთგულ მაყურებელს მორიგ სპექტაკლს დათქმულ დროს კვლავ შესთავაზებს. შაბათს, ორ მაისს, 19:00 საათზე, სასცენო ხელოვნების მოყვარულებს შეუძლიათ, ლილი ბურბუთაშვილის მიხედვით დადგმული სცენარი - „დაპირისპირება“ - იხილონ.
მხატვრულ-დოკუმენტური ჟანრის სპექტაკლი „დაპირისპირება“, გვიამბობს ადამიანთა სიცოცხლის კონკრეტულ მონაკვეთზე - დაპატიმრებიდან დახვრეტამდე. ამასთან, სცენარში გადმოცემულია, თუ როგორ იქცა ხალხი სასტიკ და მშიშარა ბრბოდ, ვერაგობა და სიმხდალე კი - ადამიანების ურთიერთობის ნორმალურ ფორმად. სპექტაკლის ხანგრძლივობა 1 საათი და 20 წუთია და სრულყოფილად ასახავს ერთი მხრივ - ჩეკისტების და მეორეს მხრივ - მწერალთა აღზევებისა და დაცემის პერიოდს.
სპექტაკლში მიხეილ ჯავახიშვილის როლს ზაზა თედელური ასრულებს, სერგო ორჯონიკიძე – კობა კოპაძეა, პაოლო იაშვილი – ზურაბ ხინჩიკაშვილი, ლავრენტი ბერიას კი, მერაბ ჭანკოტაძე წარმოგვიდგენს.
კვირის ამბები